თეა წულუკიანი: იუსტიციის მინისტრი იწყებს კონსულტაციებს მთავარი პროკურორის პოზიციაზე კანდიდატურის შესარჩევად

საქართველოს იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის პოზიციაზე კანდიდატურის შესარჩევად კონსულტაციებს იწყებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, კონსულტაციების ფარგლებში მზად არის, აღნიშნულთან დაკავშირებით ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოსაზრება მოისმინოს.
“მინდა, მივმართო აკადემიურ წრეებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ყველა დაინტერესებულ პირს და ვუთხრა, რომ “პროკურატურის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის მინისტრი იწყებს კონსულტაციებს მთავარი პროკურორის პოზიციაზე კანდიდატურის შესარჩევად. იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის მინისტრის კარი ღია ყველასთვის, ვისაც აქვს ამ თემაზე მოსაზრება. ერთადერთი მოთხოვნა იქნებოდა ის, რომ წარმოდგენილი კანდიდატი აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ კრიტერიუმებს. კონსულტაციები გახსნილია, ჩვენი კარი ღიაა მოსაზრებებისთვის”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ჩვენი ხელისუფლებაც, წინა ხელისუფლებაც და იმის წინა ხელისუფლებაც თანამშრომლობდა გაზპრომთან
შემდეგი სტატიარეგიონულ მედიაზე ზეწოლის 15-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა