თეა წულუკიანი ევროსაბჭოდან რუსეთის შესაძლო გარიცხვაზე საუბრობს

“ყველაზე გართულებულ შემთხვევაში შეიძლება ქვეყნის ევროსაბჭოდან გარიცხვითაც კი დასრულდეს”,-ეს განცხადება ცოტა ხნის წინ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსეთის შესახებ გააკეთა. წულუკიანის თქმით ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთი არ აღასრულებს სტრასბურგის გადაწყვეტილებას და არ გადაიხდის 2006 წელს მისი ქვეყნიდან გამოძევებული ქართველების კომპენსაციებს.

მინისტრმა განმარტებები იმასთან დაკავშირებითაც გააკეთა თუ რატომ ვერ შეთანხმდნენ ამ დრომდე რუსეთი და საქართველო კომპენსაციის რაოდენობაზე.

“რუსეთის მხარესთან კომუნიკაცია არ იყო და ვერ იქნებოდა იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს და რუსეთს არ აქვთ ოფიციალური კონსულტაციების ფორმატი და მითუმეტეს, ეს ფორმატი არ გამაჩნია მე, იუსტიციის მინისტრს, რუსეთის იუსტიციის მინისტრთან. ამიტომაც მე წარმომედგინა, რომ ეს ფორმატი შეიძლებოდა ყოფილიყო სტრასბურგის სასამართლოს ფარგლებში. ეს ვერ მოხერხდა. ჩვენს მიერ დოკუმენტაცია წარდგენილია. ჩემთვის უცნობია რუსეთის მხარემ თუ წარადგინა ამ ვადაში რაიმე დოკუმენტეცია, ამას შევიტყობთ დღე დღეზე, როდესაც სტრასბურგი გაცვლის მხარეების პოზიციებს. ამის შემდეგ სტარსბურგის სასამართლო იმსჯელებს ჩვენს შეთავაზებაზე. კონკრეტული ვადები თუ როდის უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს, არ აქვს, მაგრამ როგორც კი გამოიტანს გადაწყვეტილებას თანხის გადახდაზე საქართველოს სასარგებლოდ, აღსრულება დაევალება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს. გადაწყვეტილების აღუსრულებლობა ყველამ ვიცით, რომ პოლიტიკური პრობლემაა საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთისთვის და ყველაზე გართულებულ შემთხვევაში შეიძლება ქვეყნის ევროსაბჭოდან გარიცხვითაც კი დასრულდეს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: საქართველო მიდის ევროპისკენ და ნატო-სკენ და მას ვერავითარი საგაზეთო პუბლიკაცია ვერ შეაჩერებს
შემდეგი სტატიასკანდალური აღიარება ნადეჟდა სავჩენკოს ტყვედ აყვანაზე (VIDEO)