თეა წულუკიანი: დავრწმუნდი, რომ ქართულ მართლმსაჯულებას, როგორც იქნა, დაუდგა ნათელი პერიოდის დასაწყისი

დღეს დავრწმუნდი, რომ ქართულ მართლმსაჯულებას, როგორც იქნა, დაუდგა ნათელი პერიოდის დასაწყისი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

“დღევანდელი შეხვედრა საფუძველს უყრის ერთის მხრივ, იუსტიციის სამინისტროს და მთავრობას, მეორეს მხრივ, მართლმსაჯულებას შორის უმნიშვნელოვანეს თანამშრომლობას, თანამშრომლობას საკანონმდებლო, რეფორმების დარგში, რომელსაც იუსიტიციის სამინისტრო ორი წლის განმავლობაში უძღვებოდა პრაქტიკულად მარტო, რადგან მართლმსაჯულებაში არ ყოფილა რეფორმისტული სულისკვეთება. დღეიდან ჩვენ რეფორმებზე ერთად ვიმუშავებთ. შევთანხმდით, რომ ამ ტიპის შეხვედრები იქნება რეგულარული და რეფორმებთან დაკავშირებით აზრთა გაცვლა-გამოცვლა მოხდება ინტენსიურად, რათა ქალბატონი ნინოს მმართველობის პერიოდში საქართველომ მიიღოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კომპეტენტური მართლმსაჯულება. დღეს მივხვდი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქართულ მართლმსაჯულებას, როგორც იქნა, დაუდგა ნათელი პერიოდის დასაწყისი”, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

მისივე თქმით, შეთანხმდით, რომ მართლმსაჯულებაში კიდევ მეტად გააქტიურდება ელექტრონული მმართველობის დანერგვა.

“შევთანხმდით, რომ რადგან მე წარმოვადგენ არა მხოლოდ იუსტიციის მინისტრს მართლმსაჯულების სისტემაში, არამედ ანტიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარესაც, მართლმსაჯულებაში კიდევ მეტად გააქტიურდება ელექტრონული მმართველობის დანერგვა. ეს არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმი – ამ კუთხით სახელმწფო უწყებები წინ არიან წაწეული, მართლმსაჯულებაში კი აღნიშნული მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ჩვენ ამ მხრივაც ვითანამშრომლებთ და შევქმნით ტექნიკურ ჯგუფს იმისთვის, რომ მართლმსაჯულებაში ელექტრონული მმართველობა დაინერგოს. ეს არის ქალბატონი ნინოს ერთ-ერთი პრიორიტეტი, რაშიც მას სრული მხარდაჭერა ექნება. ასევე, ჩვენ რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ მომავალ რეფორმებზე, იუსტიციის უმაღლეს სკოლაზე და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე. ქალბატონი ნინო იყო იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ამ კოდექსის სულისჩამდგმელი. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ აღდგენით მართლმსაჯულებაზე, ბავშვთა უფლებებზე სისხლის სამართლის პროცესში და განრიდების ინსტიტუტის დახვეწაზე. მე ბედნიერი და ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით და მწამს, რომ 10 წლის ბოლოს ქალბატონი ნინო დატოვებს თავის მემკვიდრეობას, რომელიც იქნება სამაგალითო და საამაყო”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში“სახელმწიფოს გაუზრებელ პოლიტიკას, პოლიციელთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებთან შემგუებლობაში – გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვა”
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი: მილიონერთა მესაფლავე, პოლიტიკური ძალებიდან, მხოლოდ ლეიბორისტული პარტიაა