თეა წულუკიანი:უკანონო მოსმენების დრო საქართველოში წარსულს ჩაბარდა

თეა წულუკიანის პირველი კომეტარი ე.წ. კაბელების საქმეზე

tea-wulukianiუკანონო მოსმენების დრო საქართველოში წარსულს ჩაბარდა – განცხადება ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გააკეთა. წულუკიანის თქმით, წყარო, ვინც უკრაინულ მედიასაშუალებებს მასალა მიაწოდა, უცნობია, თუმცა მოკვლევა უკვე დაწყებულია.

„ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს, როდესაც ჩვენ ყველას გვისმენდნენ, როდესაც ტელეფონიდან ბატარეებს ვიღებდით და ვმალავდით სხვა ოთახში. ეს ეპოქა არის დასრულებული. მე არ გავიზიარებ იმ ადამიანების აზრს, მათ შორის უცხოელების, რომლებმაც თქვეს, რომ ჟურნალისტმა წყარო უნდა გაამხილოს. გამოძიება უნდა ჩატარდეს არა ჟურნალისტის წინააღმდეგ, არამედ იმ ჩინოვნიკის წინააღმდეგ, საქართველოსა თუ უკრაინაში, რომელმაც სავარაუდოდ უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა ეს ჩანაწერი,“ – განცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიარჩევნებზე მომხდარ ფაქტზე ადმინისტრაციული ძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაგამოტანილი განაჩენი პროკურატურის ბრალდების პირდაპირ გადმოტანა იყო