თეა წულუკიანის აზრით, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით “მოთმინება უნდა ვიქონიოთ”

თეა წულუკიანი -

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის აზრით, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით “მოთმინება უნდა ვიქონიოთ”.

როგორც წულუკიანმა შესაბამის საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაფერს აქვს თავისი დრო.
“როცა მე ვსაუბრობდი, რომ პროკურატურა ყველაფერს აკეთებდა, რათა ზურაბ ადეიშვილი წითელ ცირკულარში ყოფილიყო ჩასმული, ბევრმა ამას სკეპტიკურად შეხედა, მაგრამ ნაბიჯები გადაიდგა თანმიმდევრულად და დიახ, დღეს ზურაბ ადეიშვილი არის წითელი ცირკულარით ძებნილი. ამის შემდგომი ნაბიჯები, შესაბამისად, იქნება ის, რომ წითელი ცირკულარი მკვდარ სიტყვად კი არ დარჩეს, არამედ ამოქმედდეს და შესაბამისმა სამართალდამცავმა ორგანოებმა გადადგან შესაბამისი ნაბიჯი. ამაზე მუშაობს მთავარი პროკურატურა და ყველაფერს აქვს თავისი დრო. მთავარია, ჩვენ ვიქონიოთ მოთმინება”, – აღნიშნა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ნადარეიშვილი – ვერსია, რომ ფირცხალავამ სპეცოპერაცია შურისძიების მოტივით მოაწყო, კახა მისირელის ჩვენებიდან განვითარდა
შემდეგი სტატიაუბილეთოდ მგზავრობისთვის დაჯარებულ პირებთან დაკავშირებული საქმეების აღსრულებლად დაახლოებით მილიონი ლარია საჭირო