თბოელექტროსადგურებს სემეკის გადაწყვეტილებით, ტარიფი 10 თეთრით გაუძვირდათ

თბოელექტროსადგურების ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით სემეკის სხდომა, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა

სხდომას ოპოზიციისა და 3 თბოელექტროსადგურის წარმომადგენელები ესწრებოდნენ. შპს „ჯიფაუერის“, შპს „მტკვარი ენერგეტიკის“ და შპს „სსეკ-ის წარმომადგენელთა განცხადებით, სემეკის მიერ დადგენილი ახალი ტარიფი კომპანიებს დააზარალებს.

„ჯიფაუერის“ წარმომადგენლის მიხეილ ბოცვაძის განცხადებით, სემეკის მიერ ახალი ტარიფის დადგენის შემთხვევაში, ნოემბერ-დეკემბერში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება გრაფიკით მოუწევთ.

„ჩვენ ვართ ერთადერთი ენერგოდამოუკიდებელი კომპანია და თუ სახელმწიფოს სურს, რომ შემოვიდეს კომპანიაში და ამ მიზნით ზრდის ტარიფებს, მაშინ გასაგებია. ახალი ტარიფი ჩვენთვის მიუღებელია, მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში გვაყენებს. შოკისმომგვრელი გადაწყვეტილებაა – 1 კუბურ მეტრზე 143 დოლარს ვიხდით. გაზი არ გაძვირებულა, თუმცა დოლარის კურსის მომატების გამო, მისი საფასური ჩვენთვის გაიზარდა. გამოდის, რომ თუ 10 თეთრად ავიღებთ, 7.5 თეთრად უნდა მივაწოდოთ მოსახლეობას. თუ ხელისუფლება იგივე ფასში მოგვაწოდებს გაზსაც და დენსაც, ამ შემთხვევაში არცერთი მხარე არ დაზარალდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება კიდევ ერთი წარმატებული კომპანიის განადგურება“, – განაცხადა ბოცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიპატარკაციშვილის ოჯახი „ქართუს“ აქციებით დაინტერესდა?
შემდეგი სტატიასოსო ჯაჭვლიანი – მე “იბიარდზე” ვერასოდეს ვერ ვიქნები, ერთგული მეუღლე ვარ