თბილისში, შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული 3 მუშა ბაღდათის რაიონის მკვიდრია

პაციენტს ოპერაციაზე შეყვანისთანავე გული გაუჩერდა

მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი გეგეშიძის თქმით, ერთი გარდაცვლილი სოფელ ოფჩაში უკვე ჩამოასვენეს, ორის ჩამოსვენება კი ხვალ იგეგმება.

გეგეშიძის თქმით, მუნიციპალიტეტი მზადაა, დაღუპულების დაკრძალვის ხარჯები გამგეობის საბიუჯეტო სახსრებისგან დააფინანსოს.

“დიდი ტრაგედია დატრიალდა. ჩვენი რაიონიდან 3 ადამიანი დაიღუპა. აქედან ორი ბიძაშვილია, ერთი კი სხვა სოფელში ცხოვრობდა. გამგეობა მზად არის დაკრძალვის ხარჯები საკუთარ თავზე აიღოს,” – განაცხადა ირაკლი გეგეშიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობა ჩამოინგრა, რის შედეგადაც 4 მუშა დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიგლდანის ციხეში პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო
შემდეგი სტატიატარიელ ხეჩიკაშვილი – მაქსიმალური მუშაობა მიმდინარეობს, რომ უეფას სუპერთასის ბილეთები გადამყიდველების ხელში არ მოხვდეს