თბილისში ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით კვლავ პრობლემებია

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობის ცალმხრივად აღდგენის მიუხედავად, თბილისში ავტოტრანსპორტის გადაადგილების კუთხით მაინც პრობლემებია. გართულებულია მოძრაობა თბილისის მერიიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით მოძრაობის მსურველთათვის, ასევე ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოძრაობა თავისუფალია ვახუშტის ხიდიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით.
გუშინდელის მსგავსად გადატვირთულობის პრობლემა კვლავ რჩება მეტროსადგურებში. ამ კუთხით განსაკუთრებით ხალხმრავლობა მეტროსადგურ “ვაგზლის მოედნიდან” საბურთალოს ხაზის მიმართულებით შეინიშნება.
მგზავრებით სავსეა მეტროს პირველი და მეორე ხაზის დამაკავშირებელი გვირაბი. მგზავრები ბაქანზე ყოფნისას ხშირ შემთხვევაში ჩამომდგარ მატარებელში შესვლას ვერ ახერხებენ და მომდევნო მატარებლის მოსვლას ელოდებიან.

banner
წინა სტატიაში41 წლის ასაკში ჟანა ფრისკე გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაგმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა აღდგენილია