თბილისში სამედიცინო დახმარების ცენტრის მედდებს ხელფასი გაეზრდებათ

თბილისის  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მედდებს ხელფასი გაეზრდებათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, უფროსი მედდის შრომის ანაზღაურების გაზრდა გათვალისწინებულია 100 ლარით და შეადგენს 850 ლარს, ხოლო უმცროსი მედდას ხელფასი 125 ლარით, 750 ლარამდე გაეზრდება.
“როგორც კი დედაქალაქის მმართველობაში მოვედით, 2014 წლის სექტემბერში მივიღეთ გადაწყვეტილება და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროს და უმცროს ექიმებს, ასევე მძღოლებს გავუზარდეთ შრომის ანაზღაურება. მაშინ მედდებს დავპირდით, რომ იანვრიდან მათაც გაეზრდებოდათ შრომის ანაზღაურება. დღეს ვასრულებთ ამ დანაპირებს და მათვრობის დღევანდელ სხომაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე უფროსი მედდის შრომის ანაზღაურების ზრდა გათვალისწიუნებული გვაქვს 100 ლარით და შეადგენს 850 ლარს, ხოლო უმცროსი მედდის შრომის ანაზღაურების ზრდა გათვალისწინებულია 125 ლარით და შეადგენს 750 ლარს. მინდა, თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ჩვენ სისტემაში მუშაობს და ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით 24 საათიან სამუშაო რეჟიმშია, ვუთხრა, რომ თბილისის მერია ყოველთვის იზრუნებს მათზე და მათთვის შესაძლებობების მაქსიმუმს გააკეთებს”, – განაცხადა ნარმანიამ.
თბილისი მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 21 საკითხზე იმსჯელებენ.

banner
წინა სტატიაშიჯეიმს აპატურაი ლევან დოლიძის საქმიანობას ნატო-ში დადებითად აფასებს
შემდეგი სტატიაევროკავშირმა საქართველოს 13 მილიონი ევრო გამოუყო