თბილისში “ლიბერთი ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს

დღეს დილით თემქაზე, მესამე მიკრო რაიონში, “ლიბერთი ბანკის” ოფისი დააყაჩაღეს.

თვითმხილველების მონაყოლით, სამართალდამცველები ორ ეჭვმიტანილს ეძებენ. ისინი ბანკში იმ დროს შევიდნენ, როდესაც თანამშრომლები ახალი მისულები იყვნენ.

წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელები ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულები.

ჯერ უცნობია, რა რაოდენობის თანხაა წაღებული.

“ლიბერთი ბანკის” ოფისში კრიმინალური სამსახურის თაბნამშრომლები ამ წუთებშიც მუშაობენ.

banner
წინა სტატიაში“დაფიქრდით, ბ–ნო ბიძინა, როგორი სახელით შეხვალთ საქართველოს ისტორიაში, მხოლოდ – სააკაშვილის დამამარცხებელის, თუ საქართველოს გამთლიანებელის?! – ჯუმბერ კირვალიძე
შემდეგი სტატიაუმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ზეწოლად არ აფასებს