თბილისში იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფი გაძვირდა

დღეიდან თბილისში, იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფი 15 თეთრით გაძვირდა.კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციით, ლარის კურსის გაუფასურების გამო კომპანია იძულებული გახდა იურიდიული პირებისთვის ტარიფი გაეზარდა. დღეისთვის 1 კუბური მეტრი გაზის ტარიფი 75 თეთრს შეადგენს და 1-ელი მარტიდან 90 თეთრი გახდა.

“გამომდინარე იქიდან, რომ გაზს მომწოდებლისგან დოლარის კურსის შესაბამისად ვყიდულობთ და ვყიდით ლარში , იძულებული გავხდით, კურსის ცვლილების გამო, გაგვეზარდა ტარიფი 15 თეთრით, ოღონდ მხოლოდ იურიდიული პირებისთვის. ცვლილება ძალაში შედის 1-ელი მარტიდან. ჩვენ შესაბამისი შეტყობინებები დავუგზავნეთ ყველა იურიდიულ პირს ერთი თვით ადრე”, – აცხადებენ “ყაზტრანსგაზ-თბილისში.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ვინც ივანიშვილს ბოლო განცხადების ტექსტი დაუწერა, პანჩურის ღირსია
შემდეგი სტატიახაჯინბამ დონეცკელ ბავშვებს უმასპინძლა