თბილისში დღეს ხანმოკლე წვიმა და ქარის შკვალური გაძლიერებაა მოსალოდნელი

თბილისში დღეს ხანმოკლე წვიმა და ქარის შკვალური გაძლიერებაა მოსალოდნელი. როგორც “თაიმერს” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, 16 ივნისს, თბილისში, დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ქარის შკვალური გაძლიერება. ამინდის გაუარესების გამო, გაწმენდითი სამუშაოები ვერეს ხეობაში, ზოოპარკსა და მზიურის მიმდებარე ტერიტორიებზე დროებით შეჩერდება. ხორცილედება მონიტორინგი.
სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარეობს ვერეს ხეობაში მომუშავე ადამიანების გამოყვანა.

banner
წინა სტატიაშისენაკში ავღანეთის ომის მსხვერპლი დაასაფლავეს
შემდეგი სტატიასასამართლომ ეგვიპტის ექს-პრეზიდენტის სასიკვდილო განაჩენი დაადასტურა