თბილისში ამბასადორიალი – 2015 გაიმართება

BBC: საქართევლოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამხრეთ ოსეთის «დემარკაცია» შეაფასა

2-4 სექტემბერს თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა – ამბასადორიალი-2015 გაიმართება.

ამბასადორიალი ოფიციალურად 2 სექტემბერს გაიხსნება. ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი მიმართავენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამბასადორიალის გახსნის ცერემონიას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები დაესწრებიან.

უწყების განმარტებით, 3-4 სექტემბერს ამბასადორიალის სამუშაო სესიებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, ასევე სხვადასხვა საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები. გაიმართება შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

ამბასადორიალის მონაწილეებს საპატიო სტუმრის სტატუსით სიტყვით მიმართავს საქართველოში ვიზიტად მყოფი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

2015 წლის ამბასადორიალზე გაიმართება მსჯელობა ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, ასევე შეფასდება დიპლომატიური სამსახური მიერ გაწეული საქმიანობა და განისაზღვრება მომდევნო წლის საქმიანობის პრიორიტეტები.

ამბასადორიალი 2015-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტრი ფესტივალ “ღამის სერენადებთან” ერთად საქველმოქმედო საღამოს უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც უწყება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ახალგაზრდებს უმასპინძლებს.

ამბასადორიალი 2015-ის ფარგლებში ტრადიციულად გაიმართება სპეციალური პროგრამა ელჩების მეუღლეებისათის.

banner
წინა სტატიაშიპირველკლასელთა დამატებითი რეგისტრაცია იწყება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი – მაქსიმალურად შევეცდები, ყველაზე საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა