თბილისს ფედერიკა მოგერინი და იოჰანეს ჰანი ეწვევიან

საქართველოში ევროკომისრები, ფედერიკა მოგერინი და იოჰანეს ჰანი ჩამოვლენ. ფედერიკა მოგერინი, თბილისში, 9-10 ნოემბერს გენდერული თანასწორობის სამიტს დაესწრება. საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში ევროკომისიის სხვა წარმომადგენლების ჩამოსვლაც დაანონსა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტიც შეაფასა.

„მქონდა შეხვედრა ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში, სადაც განვიხილე თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების კუთხით დინამიკა. დინამიკა კი ნამდვილად იმედის მომცემია. ჩვენს გვაქვს ძალიან წარმატებული ახალი კომპანიები, ახალი ქვე-ინდუსტრიები, რომლებიც ევროპის ბაზაზე არიან ორიენტირებულები. არის ძალიან მზარდი ინტერესი საქართველოს ბაზრის მიმართ, როგორც ჩვენი მეზობლების მხრიდან, ასევე შორეული აღმოსავლეთის მხრიდან. ყველაფერი ეს კი რა თქმა უნდა გამოწვეულია თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის 2 დღიანი ვიზიტი ბრიუსელში დასრულებულია.

banner
წინა სტატიაშირუსული ჯარი აფხაზეთში ახალ ტექნიკას იმატებს
შემდეგი სტატიარუსეთის ავიაციამ დღე-ღამის განმავლობაში რეკორდული სამხედრო გასვლები განახორციელა სირიაში