თბილისობასთან დაკავშირებით გზებზე შეზღუდვები წესდება

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს, 21:00 საათიდან 18 ოქტომბრის 23:00 საათამდე დედაქალაქის გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, 16 ოქტომბერს, 18:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალა ვარდების მოედანზე, ხოლო 21:00 საათიდან ღვინის აღმართიდან და მეტეხის ქუჩიდან ევროპის მოედანის მიმართულებით, ევროპის მოედნიდან მეტეხის ხიდის და გორგასლის მოედნის მიმართულებით. მოძრაობა აკრძალულია გორგასლის ქუჩაზე, თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტამდე.

მარჯვენა სანაპიროზე ავტომანქანები ორმხრივად იმოძრავებენ გორგასლის ქუჩის მიმართულებით.

დღესასწაულთან დაკავშრებით გამართულ ღონისძიებებზე დასწრების მსურველებს ავტომანქანების გაჩერება შეეძლებათ ევროპის მოედანზე, მიწისქვეშა ავტოსადგომსა და ავლაბრის მოედანზე.

შსს-ს ცნობით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით გაძლიერდება პატრულირება ქალაქის პარკებში, სკვერებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც გაიმართება სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება.

banner
წინა სტატიაშიდღეს თბილისობის დღესასწაული აღინიშნება
შემდეგი სტატიაშსს-მ დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო