თბილისობასთან დაკავშირებით ავტობუსების მოძრაობის განრიგი შეიზღუდება

თბილისობასთან დაკავშირებით ზოგიერთი ავტობუსის განრიგი შეიზღუდება, – ამის შესახებ “თაიმერს” თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს.
“თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქში იგეგმება ღონისძიებები, რის გამოც 17 და 18 ოქტომბერს დროებით შეიზღუდება მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობა ხეთაგუროვის და გორგასლის ქუჩებზე, ასევე დაიკეტება ევროპის მოედანი. მარშრუტები, რომლებიც გაივლიან ორთაჭალაში, იმოძრავებენ მარჯვენა სანაპიროს, მშრალი ხიდის, ვირსალაძის ქუჩის და ისევ მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო №59 და №122 მარშრუტები ხეთაგუროვის ქუჩის ნაცვლად მარცხენა სანაპიროს გავლით იმოძრავებენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“არ გვქონია მცდელობა, რომელიმე მხარის როლი შეგვემცირებინა ან მოდიფიკაცია გაგვეკეთებინა”
შემდეგი სტატიათამარ ჩერგოლეიშვილი: შეიძლება უკანონო დაკავებაზე ვუჩივლო კიდეც