“თბილისი UEFA-ს სუპერთასის მატჩისთვის სრულიად მზად არის”

UEFA-ს სუპერთასის ფინალური მატჩი თბილისში დინამო არენაზე 11 აგვისტოს გაიმართება, როგორც მატჩის საორგანიზაციო ჯგუფში აცხადებენ, თამაშისთვის ყველაფერი მზად არის.

სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, 11 აგვისტოს ფეხბურთის გულშემატკვირებს დაუვიწყარი სანახაობა ელოდებათ.

“UEFA-ს წარმომადგენელბი და ყველა, ვისაც მატჩის ინსპექტირება ეხება აღნიშნავენ, რომ საქართველო მზად ხვდება. ამ მატჩის ორგანიზების კუთხით პრობლემა არ არის და დარწმუნებული ვარ, რომ გულშემეტკვირებს ძალიან ლამაზი ზეიმი ელოდებათ წინ”,-განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

UEFA-ს სუპერთასის მატჩის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელის, ლაშა დვალიშვილის ინფორამციით კი, გულშემატკვირებს ვარჯიშზე დასწრების საშუალება არ ექნებათ.

“სტადიონიც, ფედერაციაც, ქალაქიც, მერიაც, ყველა სტრუქტურა მზად არის, რომელიც ამ თამაშის ორგანიზებაშია ჩართული. ყველაფერი მზად იქნება 11 აგვისტოს მატჩისთვის. გულშემატკვირებს არ ექნებათ ვარჯიშებზე დასწრების უფლება, ჟურნალისტებისგან განსხვავებით, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში დაესწრებიან ვარჯიშს”,-განაცხადა დვალიშვილმა.

UEFA-ს სუპერთასის ფინალში ერთმანეთს “ბარსელონა” და “სევილია” დაუპირისპირდებიან. მატჩი 11 აგვისტოს “დინამო არენაზე” გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიშსს სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია10 აგვსიტოს თბილისს ხარისხიანი სასმელი წყალი მიეწოდება