თბილისი-მოსკოვის მიმართულებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა

2015 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე მგზავრთა გადაყვანა 87 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში ორივე ქვეყნის მიერ დანიშნული ავია კომპანიის მიერ გადაყვანილია – ჯამში 211,072 მგზავრი, რაც 87 პროცენტით (97,902 მგზავრით) მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (113,170 მგზავრი).

banner
წინა სტატიაში“მინისტრები და ვეტერანები ბორჯღალოსნებისთვის” -ამხანაგური მატჩი უკვე დაიწყო
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი იენს სტოლტენბერგსა და ფედერიკა მოგერინის შეხვდება