“თბილისი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობისთვის მზად არის”

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმ და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმ, პატრიკ ჰიკიმ შეხვედრაზე, საერთაშორისო სპორტული ღონისძიების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის გაწეული სამუშაობის გამო და საქართველოს მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა.

„მოვინახულე სპეციალურად ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის აშენებული და განახლებული ინფრასტრუქტურა. ძალიან კარგი შედეგი ვიხილეთ, ოლიმპიური ობიექტები შეესაბამება საერთასორისო სტანდარტებს. ყველაფერი არის მაღალ დონეზე შესრულებული“, – აღნიშნა პატრიკ ჰიკმა შეხვედრაზე.

მისივე განცხადებით, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დღეებში, თბილისს სპორტსმენებთან ერთად, მათი მშობლები და გულშემატკივრები ეწვევიან, რაც არის კარგი საშუალება საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესაფასებლად.

შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და „თბილისი 2015“–ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანი დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიმაკკეინი: პუტინი საქართველოში ყოველდრიურად ღობის გადაწევითა დაკავებული
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი – მსოფლიოს რამდენ ლიდერს დაურეკა ღარიბაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყურადღების მისაპყრობად?! – არც ერთს!