თბილისი გუდაურის მიმართულებით მოძრაობა შეწყდა

გუდაური თბილისი და თბილისი გუდაურის მიმართულებით ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეწყვეტილია. სოფელ ფასანაურთან მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ და აცხადებენ რომ მათ არ ქონდათ ინფორმაცია წინასწარ გზის ჩაკეტვის შესახებ.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ფასანაური-მლეთა-გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა.
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობისთანავე, ზვავსაშიშროების მოხსნასთან დაკავშირებით, დეპარტამენტი გზის გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურად განახორციელებს.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელიც გაცვლით კურსზე მოქმედებს
შემდეგი სტატიაუვიზო მიმოსვლაზე ოფიციალური თბილისი რიგის სამიტის გადაწყვეტილებას ელოდება