დავით ნარმანიას უწყებაში „ნაცზონდერები“ საქმდებიან?!

დავით ნარმანიას უწყებაში „ნაცზონდერები“ საქმდებიან

9ec5addc67447038d196a2fc30522c2d_XLთბილისის ხათრით არჩეული მერის დავით ნარმანიას უწყებაში „ნაცზონდერები“ საქმდებიან. დედაქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ფინანსურ დირექტორად 2013 წელს ექიმების მიერ კორუფციასა და „ზონდერობაში“ მხილებული დავით სალაღაია დაინიშნა.
მის სახელს არაერთი სკანდალი უკავშირდება. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ოთხი უკანონოდ განთავისუფლებული ექიმი, ფინანსური დარღვევები, სამედიცინო დაწესებულებებში ცეცხლსასროლი იარაღის ტარება.
2013 წელს ექიმებმა სალაღაია „ნაციონალური მოძრაობის“ ბინძურ დაკვეთებში ამხილეს. მედიკოსების 6 დღიანი შიმშილობის შედეგად კოალიცია „ქართული ოცნებაში “ პორტირებული სალაღაია მაშინ დირექტორ კახა ჩიხრაძესთან ერთად სკანდალის თავიდან ასაცილებლად თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ამჯერად, ნარმანიას უწყებამ ისახელა თავი. რა კრიტერიუმით შეარჩიეს სასწრაფოს ფინანსურ დირექტორად ექიმების მიერ თავის დროზე „ზონდერად“ შერაცხული დავით სალაღაია არავინ იცის.
სალაღაიას თანამდებობაზე დანიშვნა თბილისის სასწრაფოს პრესსამსახურის თანამშრომელმა ნათია გედენიძემ დაადასტურა.

წყარო:tb24.ge

banner
წინა სტატიაში“თბილისის აეროპორტში” არადეკლარირებული თანხის ქვეყნიდან გატანის ფაქტი დაფიქსირდა
შემდეგი სტატიალომისობის დღესასწაულზე 20-მდე ადამიანი დაშავდა