თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. ხმაური “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრის, ზაზა ვეკუას განცხადებას მოჰყვა. ზაზა ვეკუამ განაცხადა, რომ დავით ნარმანია საკრებულოში უნდა მოსულიყო და დეპუტატების შეკითხვებისთვის პასუხი გაეცა. საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა ვეკუას უთხრეს, რომ საკითხის პოლიტიზირების მცდელობა იყო.
ზაზა ვეკუამ განმარტა, რომ “ქართული ოცნება” არის უუნარო ხელისუფლება.
“სწორედ ჩვენი პარტიის გვერდით დადგომის შემდეგ მოხვედით თქვენ მთავრობაში. ჩვენმა მოძრაობამ მოგიყვანათ ხელისუფლებაში”, – განაცხადა ზაზა ვეკუამ.
ამ განცხადებას წინ დეპუტატთა შეძახილები და საკრებულოში ხმაური მოჰყვა.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა კენჭი უნდა უყარონ ვიცე-მერის თანამდებობაზე წარდგენილ დიმიტრი ქუმსიშვილის და მერის მოადგილის პოსტზე დასახელებულ ირაკლი ლექვინაძის კანდიდატურებს. ასევე ვაკის რაიონის გამგებლად ლაშა აბაშიძის, ადმინისტრაციის უფროსად პაატა ჯაჭვლიანის და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსად გიორგი გურგენიძის კანდიდატურებს.

banner
წინა სტატიაშიანი ნადარეიშვილი-„ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფრთხე ექმნება!“
შემდეგი სტატიაბუბა კიკაბიძემ უკრაინას თავშესაფარი თხოვა