თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 15 სექტემბერს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია “თელასის” ინფორმაციით, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 7 სექტემბერს დედაქალაქის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ულიანოვის, უწერის, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ბარისახოს, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, სხვიტორის, ხანძთელის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მშვიდობის ქუჩის, ვარკეთილის მეურნეობის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის,  კახეთის გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების, მოსკოვის გამზირის და ქაიროს ქუჩის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: სამგორი- 2 დასახლების,  გახოკიძის და ბერიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კეკელიძისა და პეტრიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს. გეგმიური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რესპუბლიკის მოედნის, ახვლედიანის და ქიაჩელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონებში გეგმიური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის და სამტრედიის ქუჩის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, VI  კვარტლების, რობაქიძის გამზირის, ფოთის, ყიფიანის, წინამძღვრიშვილის, ტყვიავის და ნეკრასოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ლისის ტბის, ცხვედაძის, დარიალის, ტიციან ტაბიძის და ფალიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, აბაშიძის და არაყიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოდაშვილის, იუნკერთა, ჩკალოვის, ჰოსპიტლის, გუჯარეთის, მელაანის და ჯორჯ ბუშის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
banner
წინა სტატიაშიეგვიპტემ გაზის გიგანტური საბადო აღმოაჩინა… რაც რეგიონში ცვლილებებს გამოიწვევს
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3805 ლარი გახდა