თბილისის რამდენიმე უბანს ხვალ ენერგომომარაგება შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე უბანს ხვალ ენერგომომარაგება შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე უბანს, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

თბილისის რამდენიმე უბანს, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება ისნის რაიონში ქეთევან წამებულის გამზირის და ბოჭორმის ქუჩის მაცხოვრებლებს. ხოლო საბურთალოს რაიონში 11 საათიდან 16 საათამდე

შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის მაცხოვრებლებს. გეგმიური სამუშაოების გამო 12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება ასევე პეკინის გამზირის, საბურთალოს, კუტუზოვის, მიცკევიჩის, ბახტრიონის, ცინცაძის, გამრეკელის და იყალთოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში, ქვესადგურში “ტაბახმელა” გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელ ტაბახმელის, წავკისის, შინდისის და კოჯრის მაცხოვრებლებს.

ქვესადგურში “კიკეთი” გეგმიური სამუშაოების გამო 15 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის და სოფელ ბეთანიის მაცხოვრებლებს. 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება ასევე დაბა კიკეთის მაცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო შეზღუდვები იქნება ელექტრომომარაგებაზე სამგორის რაიონში 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის II კვარტლის მაცხოვრებლებს. შეზღუდვები იქნება ასევე ჩუღურეთის რაიონში 11 საათიდან 18 საათამდე. შეზღუდვა შეეხება არაგვისპირელის შესახვევის, ბოჭორიძის და ვერჰაანის ქუჩების მაცხოვრებლებს. ჩუღურეთის რაიონში სარელეო დაცვის შემოწმების მიზნით 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის, ნინოშვილის, კლდიაშვილის და ჩუბინაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში სარელეო დაცვის შემოწმების მიზნით 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება ხუდადოვის, მესხის, სტურუას, ღუდუშაურის, ტყეკულტურის, ცოტნე დადიანის, მანჯგალაძის, ლალიონის, ზაქრაძის და არჩილ ქურდიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კაბელების გამოკვლევის მიზნით 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდუბის რაიონში აკაკი წერეთლის გამზირის, მირცხულავას, წყალტუბოს, სამტრედიის, აგლაძის და ბაღის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სააქციო საზოგადოება “თელასის” ინფორმაციით, კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. მათი ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი მთავრობას ვერ დაავალებს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე დასწრებას
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის–დავით უსუფაშვილი