თბილისის ნაწილს 28 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის გარკვეულ ქუჩებს 28 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც “თაიმერს” სს “თელასიდან” აცნობეს, დაგეგმილი სამუშაოების გამო, საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, პეკინის გამზირის, კოსტავას და ჯორჯ ბალანჩივაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: 9 აპრილის ბაღის, ჭოველიძის, ბარნოვის, გოგებაშვილის, ბელინსკის, კერესელიძის, ხოშტარიას, ზანდუკელის, გუნიას და სანაპიროს ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის III და V კვარტლების, გია რომელაშვილის და დავით ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მნათობის, ჩეჩელაშვილის, ლარეხის, ართვინის, ხუდადოვის და მახათის ქუჩების მცხოვრებლებს;
დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის და სტანისლავსკის ქუჩის მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I და VI კვარტლების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV და X კვარტლების, კახეთის გზატკეცილის, ქაიროს, ჯავახეთის, კალოუბნის, თვალჭრელიძის, შუამთის, თრიალეთის, ედიდის, საცხენისის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პუშკინის, ლესელიძის, დადიანის, აბესაძის, ლერმონტოვის, კოტე აბხაზის, კუფტინის, საიათნოვას, ბერიძის, ხანძთელის და ანტონ კათალიკოსის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

banner
წინა სტატიაშიბარაკ ობამა ვლადიმერ პუტინს შეხვდება
შემდეგი სტატიამუხიანში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა