თბილისის ნაწილს ამაღამ დენი გაეთიშება

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” დაგეგმილი შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გადაუდებელი სასისტემო გადართვების გამო, ამაღამ, 00:00 საათზე 10 წუთის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ ქვესადგურებს “ლისი-220”-ის და “დიდუბე -220” -ის ნაწილს. 00:10 საათზე მომხმარებელს ენერგომომარაგება კვლავ აღუდგება.
10 წუთის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება: მთაწმინდა-ბაგების, ვაკის რაიონის, დაბა წყნეთის, საბურთალოს ნაწილის, ნუცუბიძის დასახლებისა და დიღმის მასივის ნაწილის მომხმარებლებს.
“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს წარმოქმნილი შეფერხების გამო.

banner
წინა სტატიაშიბენიამინ ნეთანიაჰუ და მაჰმუდ აბასი პარიზში ერთიანობის მარშში მონაწილეობენ
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: ეს იყო დარტყმა ევროპულ ღირებულებებზე