“თბილისის მიკროავტობუსის” წარმომადგენლები გაფიცული მძღოლების მოთხოვნებს ისმენენ

კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის” ოფისში გაფიცულ მძღოლებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრა დაახლოებით ერთი საათია, დაიწყო. დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები მძღოლების მოთხოვნებს განიხილავენ; კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” კი აღნიშნულ მოთხოვნებთან და გაფიცვასთან დაკავშირებით კომპანიის პოზიციას წარმოადგენს.
სავარაუდოდ, შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და გააგრძელებენ თუ არა მძღოლები გაფიცვას.
მეორე დღეა, თბილისში მიკროავტობუსების მძღოლთა დიდი ნაწილი გაფიცულია. სამარშრუტო ტაქსები არ მოძრაობენ დიდი დიღმიდან, დიღმის მასივიდან, გლდანიდან, ვაზისუბნიდან და კიდევ სხვა უბნებიდან.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცავებმა 66 აბი “ექსტაზი” ამოიღეს
შემდეგი სტატიაარსამთავრობოთა წარმომადგენლები სასჯელაღსრულების ახალ მინისტრს ხვდებიან