თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრავი შემადგენლობის რაოდენობა გაიზარდა

metro

ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების გამო, საბურთალოს მიმართულებით მგზავრთა ნაკადი გაიზარდა, რის გამოც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ საბურთალოს ხაზზე ერთი შემადგენლობა დაამატა.

“ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების გამო, გაიზარდა მგზავრთა ნაკადი საბურთალოს მიმართულებით. ამასთან დაკავშირებით თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე გაზარდოს მოძრავი შემადგენლობის რაოდენობა. კერძოდ, დაემატოს ერთი შემადგენლობა – 3 ვაგონი”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიავარიისას დაღუპული ახალგაზრდის ოჯახი, მომხდარში საპატრულო პოლიციას ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაუჩა ნანუაშვილი – საფრთხის შემცველია ნორმა, რომლის მიხედვით, საკრებულოს შეუძლია არჩეულ მერს უნდობლობა გამოუცხადოს