თბილისის მერმა გრიბოედოვის ქუჩაზე ავარიული სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

narmania

თბილისის მერმა გრიბოედოვის ქუჩაზე ავარიული სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის მიხედვით რეაბილიტაციის ფარგლებში კაპიტალურად გამაგრდება საცხოვრებელი კორპუსი, ასევე მოეწყობა შიდა ეზო.

დავით ნარმანიას განცხადებით, ამ ეტაპზე 35-ზე მეტ ეზოსა და სახლში მიმდინარეობს ფუნდამენტური და ასევე კონსტრუქციული გამაგრების სამუშაოები, რომლის ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარზე მეტია.

კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები გასული წლის დეკემბერში დაიწყო. დედაქალაქის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის, რომელიც მაისში დასრულდება 600 ათას ლარამდეა გამოყოფილი.

banner
წინა სტატიაშიიმერეთში თხევადი ჟანგბადით დატვირთული ტრაილერი გადაბრუნდა
შემდეგი სტატიანინო გვენეტაძე დისციპლინურ სამართალწარმოებაზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს