თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოში მომავალ კვირას მივა

თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოში მომავალ კვირას მივა, – ამის შესახებ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, იგი მომავალ კვირას აუცილებლად წარდგება საკრებულოში ანგარიშით.
“კონკრეტული თარიღი საკრებულოსთან კონსულტაციების საფუძველზე ამ დღეებში დაზუსტდება. მზად ვარ ვუპასუხო ყველა კითხვას, მათ შორის მწვავე კითხვებსაც”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის საკრებულოში მისვლას საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვდნენ.

banner
წინა სტატიაშითბილისში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიამოვაჭრე, რომელმაც საქართველოსკენ მომავალი რუსული ტანკების შესახებ თბილისში შეატყობინა, ციხეში ჩასვეს