თბილისის მერია აქციის მონაწილეებს მოუწოდებს ქალაქის იერსახეს გაუფრთხილდნენ

2 3თბილისის მერია აქციის მონაწილეებს ქალაქის იერსახის გაფრთხილებას სთხოვს, – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„წითელი საღებავითაა დასვრილი რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ადგილი და სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორია. ამ დროისთვის „თბილსერვის ჯგუფის“ დასუფთავების ბრიგადები ადგილზე იმყოფებიან და ტერიტორიას საღებავისგან წმენდენ. შევახსენებთ დღევანდელი აქციის მონაწილეებს, რომ ქალაქის იერ-სახის დამახინჯება ისჯება კანონით. ამიტომაც მოვუწოდებთ მათ, დაიცვან სისუფთავე და არ დასვარონ რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ქუჩები“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ყველანი გამოვლენ ციხიდან” – გიგა ბოკერია მერაბიშვილს, უგულავას, ახალაიას აქციიდან მიმართავს
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: ეს არის პარტიული შეკრება და “თავისუფალი დემოკრატები” არ ვუერთდებით