თბილისის მერიაში საგანგებო თათბირი იწყება

გასული ღამის განმავლობაში სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად თბილისის მერიაში ამ წუთებში საგანგებო თათბირი იწყება. შეხვედრას ქალაქის მერი, დავით ნარმანია ხელმძღვანელობს.

თბილისის მთავრობის წევრების თქმით, სპეციალური სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, რათა ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილი პრობლემები აღმოფხვრილიყო. მათი მტკიცებით, ყველა ძირითადი პრობლემა ამ ეტაპზე მოგვარებულია.

ამ დროისთვის მერიის წარმომადგენლები და გამგებლები თბილისში შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად დედაქალაქის მერისგან შემდგომ დავალებებს ელოდებიან.

banner
წინა სტატიაში“სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გავაქტიურდეთ “
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს