თბილისის მერიაში მერის მოადგილეების თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ

თბილისის მერის დავით ნარმანიას მოადგილეების ალექსანდრე მარგიშვილის და გიორგი ხელაიას მიერ პოსტების დატოვებას მერიაში არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძე გავრცელებულ ინფორმაციას მერის მოადგილეების გადადგმის შესახებ ჭორს უწოდებს.

“მე ეს ინფორმაცია თქვენგან პირველად მოვისმინე. ალბათ, არ არის მოსალოდნელი მათი გადადგომა, იმიტომ, რომ ბატონი ალეკო და გუგაც გუშინ სამუშაო რეჟიმში ვნახე. ამიტომ ვერაფერს ვიტყვი, სავარაუდოდ, ეს არის ჭორი”,-განაცხადა სუდაძემ

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას ორმა მოადგილემ ალექსანდრე მარგიშვილმა და გიორგი ხელაიამ თანამდებობები დატოვეს.

banner
წინა სტატიაში“სამივე მათგანი კომიტეტის ძალიან კარგი თავმჯდომარე იყო, ვისურვებდი თანამდებობებზე დარჩენილიყვნენ”
შემდეგი სტატიაშს მინისტრის მოადგილემ თბილისის საერთაშორისო ფორუმი გახსნა