თბილისის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე დღეიდან კონკურსი ცხადდება

თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარები

თბილისის მერიის სისტემაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე დღეიდან კონკურსი ცხადდება. როგორც დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კონკურსი სამი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე, მოხდება შემოსული განცხადებების დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შედარება და მათი გადარჩევა. გადარჩეული კანდიდატები, მეორე ეტაპზე, გაივლიან ტესტირებას და 75%-იანი ბარიერის გადალახვის ვალდებულება ექნებათ. მესამე ეტაპზე, ბარიერგადალახული კანდიდატები გასაუბრებას გაივლიან.
“მინდა ხაზი გავუსვა თბილისის მერიის სისტემაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე გამოსაცხადებელ კონკურსს, მოქმედი კანონმდებლობიდან, წესებიდან და პროცედურებიდან გამომდინარე, გვაქვს ვალდებულება დარჩენილ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი გამოვაცხადოთ. ამიტომ თბილისის მერიის სისტემაში შევქმენით საკონკურსო საატესტაციო კომისია, რომელმაც წინამოსამზადებელი სამუშაოები დაასრულა. წარმოადგინა საკვალიფიკაციო მოთხოვნები, წარმოადგინა კონკურსის გამოსაცხადებლად შესაბამისი დოკუმენტაცია და დღეიდან საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი ცხადდება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერის ინფორმაციით, დოკუმენტის შესატანად 10-დღიანი ვადაა განსაზღვრული.

banner
წინა სტატიაშიხმაურთან დაკავშირებით რეგულაციები 23:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე იმოქმედებს
შემდეგი სტატია139-ე სკოლაში 8 ბავშვი გაკვეთილზე შეუძლოდ გახდა