თბილისის მერიამ მოსკოვიდან ჰუმანიტარული დახმარება მიიღო

თბილისის მერიამ მოსკოვიდან ჰუმანიტარული დახმარება მიიღო

თბილისის მერიამ მოსკოვიდან ჰუმანიტარული დახმარება მიიღოქალაქ თბილისის მერიამ 13-14 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის მცხოვრებთაგან ჰუმანიტარული დახმარება მიიღო. დახმარება საზოგადოებრივი ორგანიზაცია “რუსეთში ქართველთა კავშირის” ორგანიზებით შეგროვდა.

“ეს იყო ტრაგედია არა მარტო მათთვის, ვინც საქართველოში დაიბადა და გაიზარდა, არამედ მათთვისაც, ვისაც ქართველი ხალხი უყვარს. ჩვენ გვსურს, როგორღაც დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ. ნათელში იყოს დაღუპულთა სულები. მადლობა ყველას, ვინც რუსეთში ამ საქმეს გამოეხმაურა და დახმარების სურვილი გამოთქვა”, – აღნიშნა “რუსეთში ქართველთა კავშირის” პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ.

საქველმოქმედო აქციაში, რომელსაც ორგანიზება “რუსეთში ქართველთა კავშირმა” გაუწია, რუსეთში მცხოვრებმა სხვადასხვა ეროვნების ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის რუსებმა, ქართველებმა, სომხებმა, ებრაელებმა, პოლონელებმა, ბერძნებმა და სხვა.

შეგროვდა დაახლოებით 4 ტონა ჰუმანიტარული დახმარება, მათ შორის საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სამზარეულოს მოწყობილობა, ჭურჭელი, თეთრეული.

აქციაში მოსკოვის, მოსკოვის ოლქის და რუსეთის სხვადასხვა ქალაქის მოხალისეებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებმაც “რუსეთში ქართველთა კავშირს” და მის პრეზიდენტს მიხეილ ხუბუტიას მადლობა გადაუხადეს იმისთვის, რომ თბილისში დატრიალებული ტრაგედიის დროს დაზარალებულთა დახმარების შესაძლებლობა მიეცათ.

banner
წინა სტატიაშისტიქიის მეორე დღე აფხაზეთში–ფოტომასალა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა
შემდეგი სტატიარუსეთი მზადაა სულიერ ნათესავს, საბერძნეთს დაეხმაროს…