თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების კონცეფციის შექმნის პროექტზე შეხვედრა იმართება

თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარები

თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების კონცეფციის შექმნის პროექტზე, სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში ოფიციალური შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებს თბილისის მერი დავით ნარმანია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის განვითარების ფონდი, შპს “გეოგრაფიკი”, მერიის არქიტექტურის სამსახური, საქართველოს არქიტექტორთა კავშირი და არასამთავრობო ორგანიზაციები, არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები. თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების პროექტზე კონკურსი თბილისის განვითარების ფონდმა სამი თვის წინ გამოაცხადა. თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების კონფენციაზე გამარჯვებული კომპანიაა შპს “გეოგრაფიკი”, რომელიც პროექტზე უკვე დაახლოებით ორი თვეა მუშაობს.
აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, პროექტზე მომუშავე კომპანია მიმდინარე სამუშაოების შესახებ პრეზენტაციას წარადგნეს, რის შემდეგაც შეხვედრა გაგრძელდება კითხვა-პასუხის რეჟიმში.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ძველ თბილისში შენობა ნაგებობების დიდი ნაწილის ავარიულობის გამო საჭირო გახდა ქალაქის ისტორიული ძეგლების შენარჩუნების, აღდგენისა და განვითარების კონცეფციის შემუშავება სათანადო კვლევების საფუძველზე.
“ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია ქალაქისთვის. აუცილებელია ქალაქის ისტორიული ნაწილის ურბანული კვლევა ჩატარდეს, რადგან მთელი რიგი შენობებია, რომელთაც თავის დროზე ხელოვნურად მიენიჭათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ასევე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ისოტირული საზღვრები და ამ საზღვრების ფარგლებში მიდგომები განსხვავებული უნდა იყოს. თუკი რაიმე სახის სამუშაოებს ჩავატარებთ ის მემკვიდრეობის წესების დაცვით უნდა განხორციელდეს. დღევანდელი შეხვედრა გავაკეთეთ იმისთვის, რომ, ვნახოთ ამ ეტაპზე, რა მოსამზადებელი სამუშაოები განხორციელდა და ასევე, შევისწავლოთ ის, რისი განხორციელებაც იგეგმება”, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
კულტურისა და ძეგლთან დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძეს განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში არის შეცდომები. კერძოდ, როგორც გიორგაძე აცხადებს, 20-ზე მეტი მისამართი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, არის რეალურად ჰაერი და სხვა არაფერი.
“საკითხი ეხება ქალაქის ისტორიულ ნაწილს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საკითხები, რომელიც ეხება კულტურულ მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლების მართვას, შენარჩუნებას, ძალიან ხშირად აზრთა სხვადასხვაობის საგანი ხდება. სწორედ ამიტომ ძალიან მიხარია, რომ შეხვედრაში მონაწილეობას იღებს სამოქალაქო სექტორი. ერთ-ერთი ამოცანა ამ შეხვედრის არის ისტორიული მემკვიდრეობის მქონე ძეგლების თავიდან აღნუსხვა, რადგან ბევრ ძეგლთან მიმართებაში არის პრობლემა, მაგალითად, ოცზე მეტი მისამართია, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, თუმცა რეალურად ამ მისამართზე არის ჰაერი და მეტი არაფერი”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
შეხვედრის ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტის მიზანია თბილისის ისტორიული ნაწილის ლანდშტაფური გარემო გამოვლინდეს და განსაკუთრებული ფასეულობები დაზუსტდეს, რომლის დაცვისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობები შეიქმნება. კვლევების შედეგად ასევე მოხდება კულტურული მემკვიდრეობის საზღვრების დადგენა. პროექტი ემსახურება ძეგლის სტატუსის მქონე შენობების და ისტორიული ლანდშაფტის ავთენტურობასა და მთლიანობის დაცვას, მართვის გაუმჯობესებას, რაც საფრთხის წინაშე მყოფი ძეგლების გადარჩენისთვის აუცილებელია. სამუშაოს ფარგლებში, დეტალური კვლევა ჩატარდება და დოკუმენტი შეიქმნება კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ტერიტორიის სივრცითი განვითარების რეგულირებისთვის საქართველოს კანონმდებლობისა და მსოფლიოში მიღებული პრაქტიკის შესაბამისად. თბილისის ისტორიულ ნაწილში განხორციელდება შენობა ნაგებობების აღნუსხვა, რეალური მდგომარეობის ვიზუალური შეფასება და ამ არეალის ძირითადი ნიშან-თვისებების განსაზღვრა. ცალკეულ ზონებზე მოხდება პრიორიტეტების კლასიფიკაცია, ავარიულობის ხარისხისა და ისტორიული ღირებულებების გათვალისწინებით. შეიქმნება ქალაქის ურბანული ქსოვილის გაუმჯობესების გეგმა უბნების მიხედვით, ხოლო თითეულ უბანში შეფასდება არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და დაისახება მათი განვითარების გეგმა. ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების კონცეფციის პროექტის ღირებულება 215 000 ლარს შეადგენს, ხოლო შესრულების ვადად განსაზღვრულია 6 თვე.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონი უნდა შევცვალოთ, რათა ადამიანებმა კავშირები შეინარჩუნონ
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – სტრასბურგის სასამართლომ საქმე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” ივლისში უნდა დახუროს