თბილისის ზოოპარკმა მუშაობა განაახლა

საგანგებო შტაბი განცხადებას ავრცელებს

თბილისის ზოოლოგიურმა პარკმა ფუნქციონირება 13 ივნისის სტიქიიდან ზუსტად სამი თვის შემდეგ განაახლა.
ზოოპარკის ოფიციალური გახსნის ცერემონიის ფარგლებში მოეწყო ფოტოგამოფენა და დამსწრე საზოგადოებას ზოოპარკის ხელმძღვანელობამ სამი თვის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების ანგარიში და სამომავლო გეგმები გააცნო.
როგორც ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 2016 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება ახალი ცხოველების ჩამოყვანა, ამავდროულად, ტრაგედიის შემდეგ ზოოპარკს რამდენიმე ახალშობილიც შეეძინა. მან იმედი გამოთქვა, რომ ზოოპარკი უახლოეს მომავალში კვლავ გახდება ხალხმრავალი ადგილი.
დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ მოინახულონ ზოოპარკის მხოლოდ ზედა განახლებული ნაწილი. რაც შეეხება სტიქიის შედეგად განადგურებულ ქვედა ტერიტორიას, მისი აღდგენა არ მომხდარა. როგორც ზოოპარკის ადმინისტრაცია აცხადებს, აღნიშნულ ადგილზე ვოლიერების მშენებლობა არ იგეგმება.
მათივე ინფორმაციით, ზოოპარკის გადატანა თბილისის ზღვაზე, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე იგეგმება, რაც სავარაუდოდ, სამი წლის განმავლობაში მოხდება.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ ხინჩეგაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
შემდეგი სტატიააქცია კახეთში-პოლიციამ გლეხებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცა