თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო ხვალ თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება.
სს “თელასის” ინფორმაციით, დიდუბის რაიონში ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგლაძის, სამტრედიის, მირცხულავას, ბაქრაძის და გუდაუთის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანიის ინფორმაციით, ქსელის ტექნიკური შემოწმების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, თევდორე მღვდლის, აბასთუმნის და ცაბაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის და ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის I მიკრორაიონის და ბოჭორიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

banner
წინა სტატიაში“მე ეს არ ჩამიდენია,”- ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის პირველი კომენტარი
შემდეგი სტატიამარგველაშვილი მზად არის პარლამენტში პოლიტიკურ დებატებში მიიღოს მონაწილეობა