თბილისის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი ლაშა მაქაცარია დაკითხეს

ქალაქ თბილისის პროკურატურაში თბილისის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი ლაშა მაქაცარია დაკითხეს.
“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, მაქაცარია პროკურატურის კითხვებს 16 საათის განმავლობაში პასუხობდა. ძირითადი კითხვები კი 2005 წელს განხორცილებულ უკანონო მშენებლობის დემონტაჟის საქმეს ეხებოდა.
პროკურატურიდან გამოსული ლაშა მაქაცარია მის დაკითხვას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს და ამბობს, რომ პროკურატურას მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, რადგან 2005 წელს მისი ხელმძღვანელობით გახორციელებული უკანონო მშენებლობების დემონტაჟი კანონის სრული დაცვით მოხდა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ლაშა მაქაცარიასთვის პროკურატურას ბრალი არ წაუყენებია.

banner
წინა სტატიაშისაბაჟოს თანამშრომელი ქრთამის აღებისთვის დააკავეს
შემდეგი სტატიასააკაშვილის თქმით იაცენუკის პრემიერობისას უკრაინელებმა 100 მილიარდი გრივნა დაკარგა (+ვიდეო)