თარგამაძისა და სააკაშვილის საუბარი: საკმარისი რაოდენობით მომყავს, ზოგი გაგდებულია, ზოგი ჩვენია (ვიდეო)

უკრაინულ ვებ-გვერდზე uarevo.in.ua კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი ვრცელდება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი, ნუგზარ წიკლაური და გივი თარგამაძე მონაწილეობენ.

ჩანაწერის თანახმად, ნუგზარ წიკლაური ოდესის ოლქის გუბერნატორს დეტალურად უყვება თუ რა ღონისძიებები ტარდება მათ მიერ “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით. წიკლაური საუბარში აღნიშნავს, რომ უკვე ჩამოსულია ის 50 ადამიანი სამეგრელოდან, რომლებზეც მან მიხეილ სააკაშვილს წინა საუბრისას უთხრა. მიხეილ სააკაშვილი ასევე ინტერესდება თუ რა შეხვედრებს მართავს გივი თარგამაძე და რა რესურსი აქვს მობილიზებული მას. აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გასაცემად წიკლაური თავად გივი თარგამაძეს აწვდის ყურმილს, რომელიც სააკაშვილს პასუხობს, რომ ხალხი საკმარისია და გაუძლებენ როგორც პირველ, ასევე მეორე და მესამე ნაწილებსაც.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის მონაწილეობით კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი: 50 ადრე სპეცრაზმელი ჩამოგვყვავს სამეგრელოდან” (ვიდეო)
შემდეგი სტატიაჩილაჩავა მესამე სექტორს სამინისტროს წინააღმდეგ პროკურატურასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს