თანამედროვე ხელოვნების მილანური HangarBicocca

მილანური HangarBicocca

milaniდღეს 29 ივნისს წალენჯიხის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც ძალიან ჩუმად განსახილველად გამოიტანეს წალენჯიხის ქალაქის ცენტრში, სალიას ქუჩაზე მდებარე არასასოფო-სამეურენო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შესაძლო პრივატიზაციის საკითხი.  აღნიშნული მოვლენა ჩვეულებრივი საპრივატიზაციო პროცესი იქნებოდა, რომ არა ამ მიწის ნაკვეთის გამო 2013 წელს საზოგადოება „წალენჯიხელის“ მიერ ატეხილი ხმაური. რა იყო გუშინ? ქალაქის ცენტრში მდებარე მიწის ამ ნაკვეთს ჯერ კიდევ 2013 წელს ამზადებდნენ საპრივატიზაციოდ სასტუმროს მშენებლობის მოტივით. თუმცა მაშინ იმარჯვეს აღნიშნულ ტერიტორიაზე კულტურის სახლის მშენებლობის მომხრეებმა.ამაში განსაკუთრებული როლი მიუძღვით საზოგადოება "წალენჯიხის" მესვეურებს, რომლებმაც ამ საკითხზე ორი საჯარო შეხვედრა გამართეს. მაშინ შეგროვდა ხელმოწერები , რომელის მიზანი ქალაქის ცენტრში სასტუმროს ნაცვლად კულტურის ცენტრის აშენების მოთხოვნა იყო. შედეგმაც არ დააყოვნა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ დროებით სასტუმროს აშენების საკითხი მიაფუჩეჩა. სხვათაშორის, უნდა ითქვას, რომ "წალენჯიხელმა" მედიის ჩართულობით მართლა მოახერხა უარყოფოთი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება, დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხესავით“ მუდმივად აშენების პროცესში მყოფი კულტურის სახლის სასარგებლოდ და სასტუმროს აშენების საზიანოდ. ფაქტი ერთია, წალენჯიხაში მოსახლეობა დიდი ხანია კულტრის სახლის აშენებას ითხოვს. რა ხდება დღეს? საზოგადოება "წალენჯიხელის" მესვეურებმა არა საჯარო, არამედ კულუარული, ხალხის ზურგს უკან მოლაპარაკებით ადგილობრივ ხელისუფალთან მოახერხეს ამ მიწის ნაკვეთის დაქუცმაცება. კერძოდ, აღნიშნული მიწის 4800 კვადრატულ მეტრის მიწის ფართობს გამოეყო 1826 კვადრატული მეტრი სასტუმროს მშენებლობისთვის, ხოლო დანარჩენი ვითომცდა ფანტომად ქცეული კულტურის სახლის მშენებლობისთვის დარჩა.  ჯერ კიდევ მაშინ, 2013 წელს "წალენჯიხელი " გამოდიოდა რა სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ, აპელირებდა ქალაქთმშენებლობის გეგმის არ არსებობით. საინტერესოა ისევ ამ აზრზე არიან თუ რამე შეიცვალა ამ კუთხით? მას შემდეგ მიიღო თუ არა საკრებულომ ნორმატიული აქტი სივრცობრივ დაგეგმვაზე? დაუყონებლივ წარმოადგინოს საზოგადოება წალენჯიხელის მესვურებმა ეს ნორმატიული აქტი და ახსნან თუ რა შეიცვალა ამ მიმართებით 2013 წლიდან და რამ განაპირომა მათი ეგრე საკვირველი მეტამორფოზა. ადგილობრივი საკრებულოს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი გაიყიდება აუქციონზე და გამარჯვებული  ყველაზე სარფიანი წინადადების წარმდგენი იქნება, ამავე დროს მათ უკვე აქვთ სასტუმროს მაკეტი, რომელიც უნდა გამოცხადდეს გამარჯვებულად (იხილეთ ვიდეო)  მივმართავთ ადგილობრივ ხელისუფალს: რატომ არსებობს ჯერაც გაუმართავი აუქციონის გამარჯვებული შენობის მაკეტი?  ან, შუაზე გაჭრილი ვაშლივით რატომ გვანან საკრებულოს სხდომაზე დღეს გამოტანილი და 2013 წელს არსებული ესკიზები ერთმანეთს?! ( შეადარეთ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის დავით ბელქანიას 2013 წლის მაისი ფოტოზე გამოსახული და დღევანდელი ესკიზები ერთმენეთს) .  ბოროტი ენები ამბობენ, რომ აღნიშნული ტერიტორიის დაქუცმაცებაზე საზოგადოება "წალენჯიხის " წევრების ამჟამინდელი დუმილის მიზეზები არც თუ უანგაროა. რატომ და სად იკვეთება წალენჯიხის საკრებულოს, საზოგადოება «წალენჯიხელის» და სასტუმროს აშენებით დაინტერესებული პირების ინტერესი და ტერენტის ქალაქში ვინ არის ვალდებული გაითვალისწინოს ხალხის აზრი და სურვილი, ქონდეთ კულტურის სახლი.ფოტოები, რომელსაც ინტერნეტში ვნახულობ, იმდენად საინტერესოა, რომ წინ არაფერი უდგას ვიზიტს. არც მილანური სიცხე და არც სიზარმაცე. ქუჩის ორ ნომერს, სადაც 5 ათასი კვადრატულ მეტრზეა განთავსებული საგამოფენო პავილიონები, კითხვა-კითხვით ვაგნებთ. იტალიელებივით პოლონელებმა რომ არ იცოდნენ ინგლისური, აუცილებლად აღვნიშნავდი, მაგრამ ახლა სხვადასხვა კრიტერიუმებით ვსჯი, ან სულაც არ ვსჯი. არ ვიცი რატომ, მაგრამ იტალიელებისადმი ჩემი ძალიან პირადი დამოკიდებულება მაქვს. შესაძლებელია მათი ისტორიის და კულტურის გამო, ან სულაც ჩემი იტალიელი მეგობრის, კლაუდიოს გამო, რომელიც ერთადერთი იტალიელია რომელსაც ვიცნობ. კლაუდიო ბერლინში ცხოვრობს და ყაზახეთში აპირებს საცხოვრებლად გადასვლას რამდენიმე წლით. მისი სახლის კედლებზე მრავალ ენაზე სხვადასხვა წარწერებია გაკრული (მოდი, ვილაპარაკოთ სიყვარულზე – კომპიუტერის გვერდზე კედელზე წერია რუსულად). მასთან თებერვალში ვიყავი, მაგრამ ბოლოს ერთი თვის წინ ვარშავაში შევხვდით. კონფერენციის და დემონსტრაციის დღის წარმატებით დასრულების შემდეგ მე და კლაუდიო პოლონელი ანარქისტების სახლის პირველ სართულზე, დიდ ოთახში მარტოები ვისხედით. ის სვავდა ლუდს და მიყვებოდა იტალიური მაფიის ამბებს, რომელიც მას თურმე კარგად ახსოვს, როგორ დადიოდნენ იარაღით. ამბობს, რომ რამდენჯერმე ქუჩის ანგარიშსწორებასაც შეესწრო.

 მილანური HangarBicocca

მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ ყველაფერი მაქვს ნანახი და კარგად მახსოვსო – ეს ისეთი სახით თქვა, რომ ამ თემისთვის აბსოლუტურად უადგილოდ ხარხარს ვიწყებ. თვითონ იღიმის. კლაუდიო გაწონასწორებული, ზრდილობიანი და ძალიან მეგობრულია. თუკი ჩვენი მრავალრიცხოვანი მეგობრებიდან სხვადასხვა ქვეყნებიდან ვინმე მიდის ბერლინში, ყველა მასთან რჩება და ჩვენ ყველამ ვიცით, ბერლინში გვყავს მეგობარი, რომელიც არასდროს შეიხრის წარბს სტუმრობის გამო და არც იმის გამო, ერთი თვე ან ერთი წელი რომ შეიძლება მასთან დარჩე, ან არც იმის გამო, ვინმეს მისი სტუმრებიდან, ან სულაც მას იატაკზე საძინებელ ტომარაში რომ მოუწევს დაწოლა. კლაუდიო – ისე ლაპარაკობ, თითქოს ასი წლის მოხუცი იყო – ვეუბნები. მგონია, რომ შეიარაღებული მაფია იტალიაში საუკუნის წინ იყო.

შენობას, რომელსაც HangarbiCocca აწერია, როცა ვპოულობთ, უკვე თითქმის დავასრულე დაღლა.
ყველა ქვეყანაში ყველა საგამოფენო დარბაზს თვის მანძილზე გარკვეული დღეები (მინიმუმ ერთი დღე) თავისუფლად შესვლის საათები აქვს.

e9 HangarbiCocca მხოლდოდ შაბათ დღეს და მხოლოდ ერთი სათით არის თავისუფალი. ერთ საათში რა უნდა მოვასწრო? ვწუწუნებ, მაგრამ არას დავეძებ, ოღონდ ის სკულპტურები, რომელთა ფოტოების გამოც აქ მოვდივარ, შორიდან მაინც ვნახო.

ფონდი HangarbiCocca ცნობილი იტალიური ბრენდის Pirelli-ს მიერ 2004 წელს არის დაარსებული. უზარმაზარ საგამოფენო პავილიონებში სხვადასხვა სახის გამოფენები და ევენთები იმართება. ძირითადად, ადგილი ფოკუსირებულია კონკრეტულ სპეციფიკურ პროექტებზე, სადაც უცნაური გამოგონებები ან კვლევებია გამოყენებული, და მაყურებლსითვის შემოთავაზებულია სრულიად უცნაური და ინოვაციური პროექტები.

 მილანური HangarBicocca
ერთსართულიან შენობაში შევდივართ. მოსაცდელი. საინფორმაციო ბიურო, მარჯვნივ კაფე, ღია და დახურული, მომდევნო ოთახი – წიგნების, სადაც ქალაქის არტ რუკა და სხვადასხვა ავტორის სულ რამდენიმე წიგნი იყიდება. მოპირდაპირე მხარეს ტუალეტებია განთავსებული და კიდევ რაღაც ოთახები პერსონალისთვის. ჰოლის ბოლოდან მარჯვენა და მარცხენა მხრიდან მძიმე ფარდას მიღმა უზარმაზარი პავილიონი იწყება. პირველივე ექსპოზიცია მანქანაა, რომელიც ჰაერში კიდია სრული ნაწილებით. გამოფენის ერთ-ერთი პრინციპი სამგანზომილებიანი ექსპონანტებია, ამიტომ ჭერიდან დაშვებული მანქანის ვიზუალური ეფექტი აბსოლუტურად წარმოუდგენელია – მანქანა ცალკეული ნაწილებით, აბსოლუტურად ყველა დეტალით აქ, ჰაერში კიდია. არც ერთი მილიმეტრი ცთომილება არ არის, ამიტომ მნახველები ხშირად მიდიან მასთან და ხელს კიდებენ, რომ შეამოწმონ, მართლა კიდია ეს ნაწილები თუ დაშვებული სინები მეტალის თხელი ფირფიტებია, რომელიც კომპოზიციას სიმყარეს სძენს. ცხადია, არა. ყველაფერი უმნიშვნელო დეტალამდე გათვლილია, ისევე, როგორც მის გვერდით სამუშაო იარაღების კომპოზიცია, რომელიც ზუსტად იგივე პრინციპით არის შექმნილი. ალბათ, რამდენიმე ასეული იარაღია გამოყენებული. ეს ჩვეულებრივი იარაღები და მათი კუთხოვანი დაკიდვის გაანგარიშება, რომელიც უფრო ტექნიკური მოვლენაა, აქ, ჩემს თვალწინ ორი აბსოლუტურად უცნაური ექსპოზიცია კიდია, რომელსაც, აღფრთოვანების გარეშე უბრალოდ, ვერ შეხედავ. აქ, ზუსტად ამ ექსპოზიციის წინ ხვდები განსხვავებას ტექნიკურ მუშაკსა და ხელოვანს შორის.

 მილანური HangarBicocca
მათი ავტორი მექსიკელი დომენიკ ორტეგაა, რომელიც გერმანიაში მოღვაწეობს.

დარბაზის შუაგულში მუსიკალური ინსტრუმენტები ალაგია. სავარაუდოდ, საღამოობით აქ კონცერტებიც იმართება.
სტატუებს ვეძებ, რომლის გამოც აქ მოვედი. ინსტრუმენტების უკან შავ ფარდას ვწევ და აღფრთოავნების შორისდებულებს, ხმამაღლა ჩასუნთქულ ჰაერს ვამატებ. უზარმაზარი პავილიონი, რომელიც სივრცობრივად გაყოფილია.

ხუან მუნიოსი, ესპანელი მხატვარი, რომელიც 48 წლის ასაკში რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.
ევროპელ მხატვრებში ის ძალიან ცნობილი და წარმატებული შემოქმედია. მუშაობდა ქაღალდზე, ბრონზესა და რეზინით. აუდიტორული ხელივნებისთვის სპეციალურად ქმნიდა რადიოში კომპოზიციებს. მისი პირველი გამოფენა 1984 წელს მადრიდის გალერეაში მოეწყო, რამაც მის წარმატებას შეუწყო ხელი. მიიჩნევა, რომ მან პირველმა უარყო სკულპტურების ტრადიციული წესები და მიმდინარეობაში შექმნა

 მილანური HangarBicocca
ახალი ხედვა. ზუსტად ის, რასაც ახლა, ამ უზარმაზარ პავილიონში ვუყურებ. ქალები და კაცები. ბრონზესფერები და ყვითლები. თითქოს ჩვეულებრივი და ამავე დროს უჩვეულო სხეულები და სახეები. ადამიანის ზომის სკულპტურები, რომლებიც გამოხატავენ გრძნობებს და განცდებს. მათ სახეებს ვაკვირდები. მათი ემოცია გადამდებია და ზუსტად იგივეს ვიმეორებ – უცნაურად ვუყურებ, როგორც ერთ-ერთი მათგანი, ან ასევე ვიღიმი, ან მსგავს მოძრაობას ვაკეთებ. ექსპოზიციები კიდია მაღლა, აგდია და დგას იატაკზე, შესმულია კვარცხლბეგზე. ეს ისეთი მაგარია.
საათზე ვიყურები, რომ დრო არ გამოგვეპაროს. აღფრთოვანებას ვერ ვმალავ, ისევე როგორც სხვა ვიზიტორები, რომლებიც სხვადასხვა ენებზე საუბრობენ.

 მილანური HangarBicocca

ათასობით კვადრატულ მეტრზე გაშლილ პავილიონში სხვადასხვა ინსტალაციებია, რომელსაც ტექნიკურადაც და კომპოზიციურადაც ვერ ვგებულობ, მაგრამ მაკვირვებს და ეს გრძნობა აბსოლუტურად საკმარისად მიმაჩნია. რაღაცეები დადიან, მოძრაობენ, ხმებს გამოსცემენ, ზოგი ისეთი დიდია, როგორც უზარმაზარი შენობები, ზოგი ყუთივით პატარა. იატაკი, რომელიც ექსპოზიციაა, დიდი ოთახი, სადაც მხოლოდ ერთი პატარა სკულპტურა დევს, რომელიც კედელს უყურებს, ქოხები, რომელიც ჭერამდეა აზიდული და ათობით მეტრი სიმაღლისაა, ყველაფერი ისეთი დიდია.

ჩვენი დრო იწურება და მეგობართან ერთად, რომელიც მილანში მცხოვრები ქართველი ემიგრანტია, საგამოფენო დარბაზის კაფეში ვსხდებით, რომ ყველაზე კულტურული ადგილის უგემრიელესი იტალიური ყავა დავაგემოვნოთ და დავგეგმოთ დღე, რომელიც იტალიის ამ მშვენიერ ქალაქში ყოველთვის სიურპრიზებით არის სავსე თავისი წარსულით, ცნობილი და გამოჩენილი ადამიანებით, ცხოვრების სტილითა და მულტიკულტურული ისტორიითა და აწმყოთი.

 მილანური HangarBicocca
ვიცი, რომ საღამოს კლაუდიოს დავუკავშირდები, რომ ჩემი აღფრთოვანებები მას, გერმანიაში მცხოვრებ იტალიელს გავუზიარო. ვიცი, გაუხარდება.

ეკატერინე ლემონჯავა
სპეციალურად “თაიმერისთვის”
მილანი

banner
წინა სტატიაშიილჰამ ალიევმა სასკუთარი ცოლი, საკუთარი მამის ორდენით დააჯილდოვა
შემდეგი სტატიასააკაშვილი: თვეში 3-4 ათასი მეყოფა…