თამარ ხიდაშელის ქმარმა ,,პატრიოტთა ალიანსის” ერთ–ერთი ლიდერი ცემა?!

საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატის თამარ ხიდაშელის ქმარმა ,,პატრიოტთა ალიანსის“ ერთ–ერთი ლიდერი ცემა. ინფორმაცია ამის შესახებ დაზარალებული თარხან გასვიანის ადვოკატმა ნონა ფილაურმა ,,თაიმერს“ მიაწოდა.
,,შემთხვევა იორმუღალოს 42–ე  საარჩევნო უბანთან მოხდა. როგორც თავად ბატონი თარხანი ამბობს მას შეგნებულად პროვოკაცია მოუწყვეს თამარ ხიდაშელის მეუღლემ,  პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან ერთად. მისივე თქმით აღნიშნული პირები ვინაობას არც მალავდნენ.  გასვიანს  მიაყენეს სერიოზული ფიზიკური დაზიანება. იგი წესიერად ვერ ამოძრავებს თავს. ვაპირებთ საავადმყოფოში მის გადაყვანას რათა ექიმებმა დაადგინონ მისი მდგომარეობა“ –განაცხადა ნონა ფილაურმა.
მისივე განმარტებით ,,პატრიოტთა ალიანსი”  საქმის გამოძიების მიზნით პროკურატურაში საჩივრის შეტანას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა
შემდეგი სტატიანიკა გვარამია გია ყარამანიშვილის შესახებ პირველ კომეტარს აკეთებს