თამარ ჩერგოლეიშვილის დაკავებაზე განცხადებები პარლამენტშიც გაკეთდა

ივანიშვილის ჩარევის შედეგად - გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ტელეკომპანია ტაბულას დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის დაკავების შესახებ განცხადებები საქართველოს პარლამენტის სხდომაზეც გაკეთდა. საპარლამენტო ტრიბუნიდან ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი კანდელაკმა, ისაუბრა.

“ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის დემოკრატიის წესწყობილების მტერი. ეს ადამიანი ერთ წელიწადში ამ ქვეყნის სათავეში აღარ იქნება რაც არ ნიშნავს, რომ შურისძიება იქნება. ახალი მთავრობა სრულად იქნება კონცენტრირებული ქვეყნის ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანაზე. ვინაიდან ბიძინა ივნიშივლი ამ ქვეყნის სათავეში აღარ იქნება, უმრავლესობის წევრებს ვურჩევდი, რომ საკუთარი მომავალზე დაფიქრდნენ. ის, რაც რუსთავი 2-ის გარშემო დიდწილად განსაზღვრავს ამ ქვეყნის მომავალს. გადაწყდება ბიძინა ივანიშვილი თავზე დაასვას ამ ქვეყანას კომუნისტური ნომენკლატურა და შევარდნაძის ჭაობი თუ ვერა”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

რამდენიმე წუთის წინ ოპერის თეატრთან თამარ ჩერგოლეიშვილი, ლექსო მაჭავარიანი და კიდევ ერთი სტუდენტი დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი დააკავეს
შემდეგი სტატია„არ არის განსაზღვრული ადგილი, სადაც არ შეიძლება პლაკატის გაკვრა“