თამარ სანიკიძე „ფოლკსვაგენის“ წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე „ფოლკსვაგენის“ ფონდის გენერალურ მდივანს ვილჰელმ კრულსა და ფონდის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში სადოქტორო საფეხურზე სწავლებისა და კვლევის მიმართულებით მეცნიერების განვითარების პერსპექტივები და საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე, რომელსაც შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი მარინა ჩიტაშვილი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გიგა ზედანია ესწრებოდნენ, ქართველ მკვლევარებსა და გერმანელ მეცნიერებს შორის თანამშრომლობის თაობაზე იმსჯელეს, კერძოდ როგორ გაუმჯობესდება ახალგაზრდა ქართველი დოქტორანტებისა და მკვლევარების შესაძლებლობები. საუბარი შეეხო ასევე დოქტორანტთა სამომავლო პერსპექტივებს, როგორც კვალიფიციურობის კუთხით, ისე კვლევით აქტივობებში.

„ფოლკსვაგენის“ ფონდის გენერალური მდივნის ვილჰელმ კრულის თქმით, თამარ სანიკიძესთან ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა და მნიშნელოვანია რომ ქართველ მკვლევარებს და გერმანელ მეცნიერებს თანამშრომლობის შესაძლებლობა ეძლევათ.

„ფოლკსვაგენის“ ფონდი მსოფლიოში მეცნიერების ყველაზე დიდი დამფინანსებელია. მეცნიერების ყველა სფეროში, კვლევით პროექტებს ის 1962 წლიდან აფინანსებს.

banner
წინა სტატიაში“ზოგადად ჩვენი მთავრობის პრიორიტეტად იქცა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ნორმალური პირობების შექმნა”
შემდეგი სტატიაენერგეტიკის მინისტრს პარლამენტში იბარებენ