თამარ სანიკიძე: არ ვფიქრობ, რომ ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა მიიღო

საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღების თემას ეხმაურება. თამარ სანიკიძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის მე-3 პრეზიდენტმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

“არ ვფიქრობ, რომ ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა მიიღო და ის გზა, რომელსაც ის დაადგა. ამას ყოველდღიურად მოწმობს ის ვითარებები და ვითარებაში ის ცვლილებები, რომელსაც ადგილი აქვს,” – განაცხადა თამარ სანიკიძემ. მისი თქმით, ასეთმა ნაბიჯებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე გავლენა არ უნდა იქონიოს.

“ორი ქვეყნის ურთიერთობაში ასეთი ადამიანების და პოლიტიკური ფიგურების მიერ გადადგმული ნაბიჯები არ უნდა გახდეს ქვეყნებს შორის ურთიერთობის, მითუმეტეს, პოლიტიკური ურთიერთობის მიზეზები,” – განმარტა განათლების მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა