თამარ სანიკიძე: ამ საკითხს სახელმწიფო კანცელარია განიხილავს და გადაწყვეტილებას კანონის, რეგლამენტის შესაბამისად მიიღებს

tamar-sanikidze

განათლების მინისტრი თამარ საკინიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მოთხოვნის განხილვა, ენერგოუსაფრთხოების საკითხზე მთავრობის სხდომის ჩატარების თაობაზე, რეგლამენტის გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

თამარ სანიკიძე არ აკონკრეტებს, არის თუ არა მომხრე, უახლოეს მთავრობის სხდომაზე ენერგოუსაფრთხოების საკითხის განხილვა მოხდეს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს მდივანი დაესწრებიან, თუმცა, აღნიშნავს, რომ თუ ამის საჭიროება იქნება, სხდომა ჩატარდება.

„ვფიქრობ, ამ საკითხს სახელმწიფო კანცელარია განიხილავს და გადაწყვეტილებას კანონის, რეგლამენტის შესაბამისად მიიღებს. ეს მოვიდა ერთი უწყებიდან მეორეში და ვფიქრობ, შესაბამისი პასუხიც გაეცა, რა განცხადებაც გაკეთდა მთავრობის კანცელარიაში. ყველანაირი საჭიროება, მითუმეტეს, საჯარო სამსახურში, გამომდინარეობს მკაცრად დადგენილი რეგლამენტიდან, წესებიდან და კანონიდან. თუ საჭიროა, რა თქმა უნდა, შედგება“, – განაცხადა თამარ საკიკიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის სხდომაზე “საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლების ტრანზიტის სფეროში არსებული მდგომარეობის” განხილვას ითხოვს.

შესაბამისი განცხადებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მთავრობის ადმინისტრაციის უფროს მაია ცქიტიშვილს მიმართა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მთავრობის აღნიშნულ სხდომას თავად პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს მდივანი დაესწრებიან.

banner
წინა სტატიაში“ანძის დემონტაჟის სამუშაოები ჩვენ უკვე დავიწყეთ” – დავით ნარმანია
შემდეგი სტატიაNDI კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაციას 17 ოქტომბერს გამართავს