თამარ ბერუჩაშვილი: სანქციები რჩება როგორც მნიშვნელოვანი ელემენტი რუსეთზე ზეწოლისა

“დღეს კონსენსუსი მათ გაფართოებაზე მიღწეული არ არის, მაგრამ სანქციები რჩება როგორც მნიშვნელოვანი ელემენტი რუსეთზე ზეწოლისა,”-ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა გააკეთა. ის გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებას, სადაც ტუსკიმ აღნიშნა, რომ ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისთვის მზად არ არის.

თამარ ბერუჩაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია დასავლეთის პარტნიორები იყვნენ ერთიანი და თანამიმდევრული იმ არჩევანში რასაც ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის მხარდაჭერა ეწოდება და ასევე იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებმაც საკუთარი არჩევანი გააკეთეს.

შეგახსენებთ, რომ ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანთან, ლამბერტო ზანიერისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

banner
წინა სტატიაშიგიზო სართანია: „გუბერნატორს ვესაუბრე – „ნაციონალური მოძრაობის“ გადმონაშთებისგან „ქართული ოცნების“ წმენდა დაიწყება“
შემდეგი სტატიაშოთა მალაშხია: უახლოეს პერიოდში საქართველოს სახელმწიფო არ იქნება