თამარ ბერუჩაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის გარემონტებას ან ალტერნატიულ შენობას ითხოვს

საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის არც ადგილმდებარეობა და არც ფიზიკური მდგომარეობა ამ უწყებას არ შეესაბამება, შესაბამისად, ბერუჩაშვილი მიიჩნევს, რომ მისაღებია გადაწყვეტილება შენობის რეაბილიტაციის ან სხვა ალტერნატივის მოძებნის თაობაზე, – ამის შესახებ ბერუჩაშვილმა განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
“ჩვენი შენობა დიდი ხანია ცნობილია, რომ ავარიულ მდგომარეობაშია. წლების განმავლობაში სხვადასხვა ხელისუფლების დროს მართლაც ძალიან ბევრი თანხა დაიხარჯა, მაგრამ არც ადგილმდებარეობა და არც ფიზიკური მდგომარეობა დღეს არ არის შესაბამისი ამ უწყების. რეალურად ალბათ გადაწყვეტილება მისაღებია, ან უნდა მივხედოთ ამ შენობას, ან სხვა ალტერნატივა ვნახოთ, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში შექმნილი ვითარება კარგად დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა“
შემდეგი სტატიანატო-ს გაფართოების შემდეგ ეტაპზე პრიორიტეტულ ქვეყანად მონტენეგრო დასახელდა