თამარ ბერუჩაშვილი პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას არ დაესწრება

გაეროში ერთი დელაგაცია გაემგზავრება და ასამბლეაზე სიტყვით ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა

საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, 31 მარტს, პარლამენტში, პრეზიდენტის გამოსვლას ვერ დაესწრება, რადგან საქართველოში არ იქნება.

„პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა მიიღებს. პერსონალურად მე რაც შემეხება, ამ დროს დაგეგმილია საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული დიალოგი ბრიუსელში და საქართველოში არ ვიქნები“, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოში 31 მარტს წარსდგება.

banner
წინა სტატიაში„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 15%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს“
შემდეგი სტატია„ვისაც აინტერესებს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა, შეუძლია დაესწროს, შეზღუდვა არ არის“