თამარ ბერუჩაშვილი: მათი შემართება, პროფესიონალიზმი დააკლდა ჩვენს ქვეყანას

“ეს არის უდიდესი დანაკლისი საქართველოსთვის,”- საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი ამერიკაში, ნიუ-ჯერსიში დაღუპულ ქართველ კურსანტებზე პირველ განცხადებას აკეთებს.

ბერუჩაშვილის თქმით ამერიკაში საქართველოს საკონსულო აქტიურად მუშაობს, რათა დროულად მოხდეს დაღუპული ქართველი სამხედროების სამშობლოში გადმოსვენება.

“ეს არის უდიდესი დანაკლისი საქართველოსთვის. მათი შემართება, პროფესიონალიზმი დააკლდა ჩვენს ქვეყანას. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს. პირველივე წუთიდან ჩვენი საკონსულო სამსახური ჩაერთო პროცესებში და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა დროულად მოხდეს დაღუპული სამხედროების გადმოსვენება სამშობლოში,”- აცხადებს თამარ ბერუჩაშვილი.

banner
წინა სტატიაშიქართული ოცნების” პოლიტსაბჭო ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს უჭერს”
შემდეგი სტატიაგანათლება, როგორც ყველაზე გრძელვადიანი ინვესტიცია